მშენებლობა და შრომის უსაფრთხოება
ჩვენი კომპანიის სამშენებლო პერსონალს საკმაო გამოცდილება აქვს საცხოვრებელი კორპუსების, კერძო სახლების, სამრეწველო და სასაწყობე შენობების, აგრარული სფეროსთვის საჭირო ნაგებობების მშენებლობაში მიღებული. ჩვენი საინჟინრო პესონალი მონაწილეობას იღებდა საქართველოში განხორციელებული დიდი პროექტების უმეტესობაში და მათი მიდგომა საქმისადმი გამოირჩევა უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და სტანდარტებით: ლევან აფციაური, ბესო ღუჭაშვილი, დავით ბითაძე, გიორგი ყალაბეგაშვილი და სხვა მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც საჭიროებისამებრ ერთვებიან პროექტებში მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე. შპს "კაჟი" -ს მიერ განხორციელებულ პრექტებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზედამხედველობას ახორციელებს შპს "ეიჩესი ქონსალთინგი" ალექსანდრე ვახტანგიშვილის წარმომადგენლობით, რაც განაპირობებს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას მშენებლობის პროცესში და შესაბამისად, " მუშა-პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. კომპანიის მუდმივი და დროებითი თანამშრომლები არიან დაზღვეული სადაზღვევო პოლისით. აღნიშნული ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია "დამკვეთთან" მოლაპარაკების დროს.
მშენებლობის ზედამხედველობა
ჩვენი საქმიანობა ასევე მოიცავს, მშენებლობის პროცესის მართვას / მენეჯმენტს საწყისი სტადიიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, საპროექტო ორგანიზაციების, სამშენებლო კომპანიების მუშაობის კოორდინირებას და კონტროლს; აგრეთვე, საქალაქო სამსახურებთან/სტრუქტურებთან, ბანკებთან, არენდატორებთან, მობინადრეებთან და პროცესის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობას და მუშაობას. გვაქვს გამოცდილება მრავალფუნქციური სავაჭრო / გასართობი ცენტრების სამშენებლო პროცესის მართვის მიმართულებითაც:
პროექტირება
კომპანიას აქვს შესაძლებლობა დააპროექტოს მაღალი სირთულის და სპეციფიკის შენობა - ნაგებობები. საპროექტო სამუშაოებს ახორციელებენ კვალიფიციური არქიტექტორი და კონსტრუქტორი. პროექტირება, ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი (თუ არა გადამწყვეტი) ნაბიჯია ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის. პროექტირებისთვის საჭირო მონაცემთა შეგროვება, გაანგარიშებები, უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინება, თანამედროვე არქიტექტურული სიახლეების გამოყენება დიზაინში, საიმედო საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება საჭიროა მოხდეს მაღალი დონის პროფესიონალების მიერ, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მოულოდნელი/გაუთვალისწინებელი შედეგები და მიღწეულ იქნას პროექტის შესრულების მაღალი დონე. შენობის საიმედოობა, გამძლეობა და ამავე დროს თვითღირებულების შეძლებისდაგვარად შემცირება.